გიორგი ღავთაძე, საბა ტყეშელაშვილი
Aa
Aa

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანელები დაამარცხა - წინ მეორე სპარინგია

თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 3-2 დაამარცხა. ხუთიდან სამი ბურთი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძლები თავდაპირველად რონინიოს პასით საბა ტყეშელაშვილმა დააწინაურა, რასაც სტუმართა რიგებში ზუსტი დარტყმით ნოვრუზ კაზიხანოვმა უპასუხა. თუმცა, მალევე რონინიომ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც გიორგი ღავთაძემ გამოიყენა და მასპინძლები შესვენებაზე გამარჯვებულები გავიდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზევე ღავთაძემ დუბლი შეასრულა და მას ასისტენტობა ამჯერად ირაკლი თოდუამ გაუწია. ერთადერთი რისი გაკეთებაც სტუმრებმა მოახერხეს, ხეზერ აღალიზადეს გოლი იყო. ამ სანაკრებო ფანჯრისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თექვსმეტი ფეხბურთელია გამოძახებული, რომელთა შორისაც ზვიად კუპატაძის (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), გიორგი ღავთაძის (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელიასა (სიბირიაკი, რუსეთი) და არჩილ სებისკვერაძის (ვიტებსკი, ბელარუსი) სახით მხოლოდ ოთხი ლეგიონერია, დანარჩენი თორმეტი მოთამაშე კი საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ლიგაში გამოდის.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებ გუნდებს შორის მეორე საკონტროლო შეხვედრა 16 აპრილს ისევ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის