რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ოფიციალურად - რაფაელ ნადალი კორტზე ბრუნდება

საჩოგბურთო სამყაროში სასიამოვნო სიახლეა. რაფაელ ნადალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება.

„მატადორი“ ბარსელონას ტურნირზე იასპარეზებს და მისი პირველი მეტოქე იტალიელი ფლავიო კობოლი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 63-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა გასული წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა. ესპანელმა ლეგენდამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

რაფაელი მიმდინარე წლის დასაწყისში ბრისბეინის ტურნირზე დაბრუნდა. მისი თამაში ავსტრალიის ღია პირველობაზეც იგეგმებოდა, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა.

ამის შემდეგ, ნადალი ინდიან უელსზე უნდა გამოსულიყო, თუმცა კვლავ დისკომფორტი იგრძნო. „მატადორი“ ვერც მონტე კარლოში ვიხილეთ, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჩოგბურთელი ბარსელონაში იასპარეზებს.

ცნობისთვის, რაფაელ ნადალისა და ფლავიო კობოლის დაპირისპირება 15 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 12:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე
“თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე