აურო ალვარო
Aa
Aa

ქუთაისის ტორპედომ ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედო“ ბრაზილიელი მცველით გაძლიერდა. იმერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, აურო ალვაროს კონტრაქტი გაუფორმა.

აურო ალვარო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი იყო. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. 28 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ორდაბასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში „ტორპედოს“ ახალწვეული ბრაზილიური „სანტოსის“ ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში, „ტორონტოს“ შემადგენლობაში. 2018 წელს „ტორონტოსთან“ ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო მარჯვენა მცველია და „ტორონტო“ 109 მატჩი ჩაუტარებია. „სანტოსში“ მან 15 შეხვედრაში ითამაშა, „ორდაბასის“ მაისური კი 27 შეხვედრაში მოირგო.

წყარო: ტორპედოს ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამბედაობის გარეშე არაფერი გამოგვივა“ | კვერნაძის თავკაცი ნაპოლისთან მატჩზე
„გამბედაობის გარეშე არაფერი გამოგვივა“ | კვერნაძის თავკაცი ნაპოლისთან მატჩზე