ეუსებიო დი ფრანჩესკო
Aa
Aa

„გამბედაობის გარეშე არაფერი გამოგვივა“ | კვერნაძის თავკაცი ნაპოლისთან მატჩზე

გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ თავკაცმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ნაპოლისთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. დი ფრანჩესკოს თქმით, მის გუნდს ურთულესი მატჩი ელოდება და ქულების ასაღებად გამბედაობა დასჭირდება.

„მონცასთან შეხვედრაში ნაპოლი კარგად გამოიყურებოდა და მიზნის მისაღწევად სათანადო ოდენობის გამბედაობა და ბალანსი დაგვჭირდება. რთული მატჩი იქნება და პარტენოპეისთან ქულების ასაღებად გამბედაობა აუცილებელი იქნება.

კომპაქტურობა და ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. შეცდომები არ უნდა დავუშვათ და ყურადღება გავაძლიეროთ. იტალიის თასზე გამართული მატჩისგან განსხვავებული შეხვედრა იქნება. ნაპოლის მიზანია სატურნირო ცხრილში დაწინაურდეს და ორივე ტაიმი ერთნაირად უნდა ჩავატაროთ. თუ ეს არ გავაკეთეთ, განადგურების რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით“.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „ფროზინონე“ გასავარდნ ზონაშია და 26 ქულით მე-18 ადგილზე გახლავთ. „ნაპოლისა“ და „ფროზინონეს“ დაპირისპირება 14 აპრილს, თბილისის დროით, 14:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმას გაშვებას აპირებენ | მამარდაშვილი პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს
დონარუმას გაშვებას აპირებენ | მამარდაშვილი პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს