ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

დარჩენა-არდარჩენის საკითხი | ბარსა ჩავის დაყოლიებას ცდილობს

„ბარსელონა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩავი დარჩენაში დაარწმუნოს.

კლუბში მოსწონთ, თუ როგორ მუშაობს ის გუნდთან, ახალგაზრდებთან და როგორი პროგრესი დადო, თუმცა ჩავის წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მისი გადარწმუნება რთული იქნება.

Diario Sport-ის ცნობით, „ბარსა“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩავი დარჩეს და პროექტი გააგრძელოს. კლუბში ოპტიმიზმია, რადგან მწვრთნელი ბედნიერი და ამაყი ჩანს გუნდით, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაიზარდა.

„ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჩავიზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან გადაწყვეტილებას გადახედოს, მაგრამ ამავე დროს მას პატივს სცემს. ახლა ლაპორტას მწვრთნელთან სიღრმისეული საუბარი სურს, რათა ის დარჩენაში დაარწმუნოს.

აღსანიშნავია, რომ ჩავის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 21 აპრილს „ელ კლასიკოს“ შემდეგ მოუწევს.

ბოლო კომენტარი, რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა თავისი მომავლის შესახებ გააკეთა, ასეთია:

„ვიცი ბევრ თქვენგანს აინტერესებს ეს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების შესახებ არ შეიცვლება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. ამან კლუბს სიმშვიდე მოუტანა, ასევე ფეხბურთელებსა და პრესას. ისევე როგორც ჩემს ოჯახს. აზრის შეცვლას არ ვაპირებ“.

ვნახოთ, რამდენად გამოუვა ლაპორტას ჩავის გადარწმუნება. აქედანვე ჩანს, რომ ეს ურთულესი საქმე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ იტიჰადის ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გაროზგეს
ალ იტიჰადის ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გაროზგეს