ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Repubblica: ნაპოლი ხვიჩას მხოლოდ ამ შემთხვევაში დათმობს

ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერი იტალიური პრესისთვის განხილვის მთავარი თემაა.

ამჯერად Repubblica წერს, რომ „ნაპოლიმ“ შესაძლოა სოლიდური თანხის სანაცვლოდ, კვარას გაშვებაზე უარი ვერ თქვას. ეს თანხა კი 100-130 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

„კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წელს იწურება, თუმცა მას განახლება სჭირდება, რადგან სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი წლიურად მილიონ ევროზე ოდნავ მეტს შოულობს. ბარსელონა მას თვალს ადევნებს და ეს საიდუმლო არ არის. ნაპოლი ოსიმენის მსგავსად ხვიჩასაც 130 მილიონად აფასებს.

ნაპოლის გეგმა ანალოგიურია: კვარასთან ახალი ხელშეკრულება, გაზრდილი ანაზღაურებითა და კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხით, რაც მათთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებულ სოლიდურ თანხას გარანტირებულს გახდის. შემდეგ, კვარაცხელიას დიდ კლუბში გადასვლა შეეძლება.

ნაპოლისთვის ხვიჩას დაკარგვა მძიმე იქნება, რადგან ოსიმენის წასვლა უკვე გადაწყვეტილია. დე ლაურენტისი ამას მხოლოდ მაშინ შეეგუება, თუ შემოთავაზება 130 მილიონი ან მეტი იქნება.

ნაპოლის ახალი გუნდის კვარას ირგვლივ აშენება სურს. თუმცა ჯერ მისი კონტრაქტი უნდა განაახლონ, რადგან ქართველი მილიონზე ცოტა მეტს იღებს, ოსიმენი კი 10-ს...“

- წერს იტალიური გამოცემა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმა აქვს „ბარსელონას“ ხვიჩას გადასაბირებლად. საქმე ოფიციალურ შეთავაზებამდე ჯერ არ მისულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანაშია: რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა
ჯანაშია: რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა