ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლამინე იამალი
Aa
Aa

იამალი: ეს კვარას წინააღმდეგაც გავაკეთე და მბაპესთანაც ვიზამ

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში პსჟ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩამდე „ბარსას“ 16 წლის შემტევმა ლამინ იამალმა მბაპესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

იამალის თქმით, ის დაცვას აქტიურად დაეხმარება და მცველებს მბაპეს წინააღმდეგ დააზღვევს, ისევე როგორც ამას კვარას წინააღმდეგ აკეთებდა.

„არა მხოლოდ მბაპეს წინააღმდეგ, მე ყოველთვის ვცდილობ განაპირა მცველს გარემარბების წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას დავეხმარო, როგორც ეს კვარაცხელიას წინააღმდეგ მერვედფინალში გავაკეთე.

მბაპეს თამაშს ჩვენ კონკრეტულად განვიხილავთ. თუმცა მბაპე არის ფეხბურთელი, რომელიც რაც იცის და რისი გაკეთებაც შეუძლია, ამის გარდა მატჩისას კიდევ რაღაც ახალს შემოგთავაზებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს უკანა ხაზს უნდა დავეხმარო“.

- განაცხადა იამალმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

ჩავი მბაპეს წინააღმდეგ პერსონალურად კუნდეს ან არაუხოს დააყენებს. იამალს კი მისი დაზღვევა აქტიურად მოუწევს, ისევე როგორც ამას კვარაცხელიას წინააღმდეგ აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ოთხშაბათს 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები