გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები

გიორგი მამარდაშვილი ევროპული გრანდების რადარებზე იმყოფება. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და მას ყველაზე ხშირად პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს, „ნიუკასლსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ.

„კაჭკაჭების“ ინტერესზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც El Nacional-ი წერს, ინგლისური კლუბი ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს და აპირებს, „ღამურებს“, რომლებიც „მამარდას“ გასხვისებისთვის მზად არიან, წინადადებით ზაფხულში მიმართოს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „ნიუკასლი“ თანახმაა მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც ბონუსები დაემატება. Transfermarkt-ზე მამარდაშვილი სწორედ 35 მილიონ ევროდაა შეფასებული, მაგრამ El Nacional-ი ვარაუდობს, რომ „ღამურები“ მეტს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილს კარი მშრალად 11-ჯერ აქვს შენახული. გიორგი Transfermarkt-ზე მსოფლიოში მე-7 ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და როგორც El Nacional-ი ამბობს, გარდაუვალია, რომ ზაფხულში ადგილსამყოფელს გამოიცვლის, თუმცა, „ჩესთვის“ გიორგი მნიშვნელოვანი აქტივია და მის მარტივად დათმობას არ აპირებს. იწერება ისიც, რომ „ნიუკასლის“ სათადარიგო ვარიანტი აარონ რამსდეილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანქანის მორიგი გაკვეთილი“ | მერაბ დვალიშვილის სახალისო ვიდეო
„მანქანის მორიგი გაკვეთილი“ | მერაბ დვალიშვილის სახალისო ვიდეო