ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვლავ განმარტოებით ივარჯიშა - ბოლო ცნობები კვარას ჯანმრთელობაზე

„ნაპოლი“ სერია A-ს 31-ე ტურის მატჩისთვის, რომელიც სტუმრად „მონცასთან“ უნდა ჩაატაროს, აქტიურად ემზადება, თუმცა, ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა აინტერესებს.

ნეაპოლურმა გუნდმა ცოტა ხნის წინ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გუნდისგან განმარტოებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

რა წერია განცხადებაში:

„ნაპოლიმ“ დღეს დილით SSCN Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი სერია A-ს 31-ე ტურისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) „მონცას“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი.

გუნდმა ვარჯიში პირველ მოედანზე ჩაატარა და ყურადღება გახურებასა და ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო. ამის შემდეგ მცირე დრო დაეთმო ტაქტიკურ ვარჯიშსა და თამაშებს.

კვარაცხელიამ განმარტოებით, კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასული ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „მონცას“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ზე კვალიფიკაციის ეფექტი - საქართველოს ნაკრების ღირებულება 150 მილიონამდე გაიზარდა
ევრო 2024-ზე კვალიფიკაციის ეფექტი - საქართველოს ნაკრების ღირებულება 150 მილიონამდე გაიზარდა