თორნიკე გოგებაშვილი
Aa
Aa

ექვს ერში თამაშს ვიმსახურებთ - საქართველოს ნაკრების საფუძვლიანი პრეტენზიები

ივლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ტესტ-მატჩების გამართვა მსოფლიოს გამორჩეულ გუნდებთან მოუწევს. ბათუმში ბორჯღალოსნების მეტოქე ფიჯელები იქნებიან, რის შემდეგაც ქართველი მორაგბეები სტუმრად ჯერ იაპონიის, შემდეგ კი ავსტრალიის ნაკრებს შეხვდებიან. სავარაუდოდ სერიოზული მეტოქეები ეყოლება საქართველოს ნაკრებს ნოემბერშიც. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირმა უელსელებს ერთგვარი გამოწვევა უკვე გაუგზავნა და როგორც კარდიფში, ასევე თბილისში თამაში შესთავაზა. ეს შეიძლება ექვსი ერის პლეი აუტის ერთგვარი რეპეტიციაც იყოს, რაზეც რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა

რა თქვა გოგებაშვილმა

საერთაშორისო სარაგბო მედიის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს სათანადოდ გამოვეხმაურეთ და ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს საქართველო ექვს ერში მეშვიდე ქვეყნად დამატებას. იმდენად ბევრმა ცნობილმა მოქმედმა და ვეტერანმა მორაგბემ გამოგვიცხადა მხარდაჭერა, რომ თამამად შემიძლია ვთქვა - ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. გვჭირდება ხარისხიანი და ხშირი თამაშები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ და ჩვენ რამდენჯერმე დავამტკიცეთ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.

5 ივლისს ბათუმის სტადიონზე ქართველი მორაგბეები ფიჯის უმასპინძლებენ. 13 ივლისს სენდეიში იაპონელებთან ტესტ-მატჩია დაგეგმილი, ავსტრალიის ეროვნულ გუნდს კი რიჩარდ კოკერილის შეგირდები 20 ივლისს სიდნეიში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიჯისთან ბათუმში! - ბორჯღალოსნებმა მესამე ტესტ-მატჩი დაგეგმეს
ფიჯისთან ბათუმში! - ბორჯღალოსნებმა მესამე ტესტ-მატჩი დაგეგმეს