ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ალესანდრო მატრი
Aa
Aa

„კვარას და ოსიმენს ენთუზიაზმი მოუკლეს“ - მატრი ნაპოლის პრობლემებზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო მატრიმ Dazn-ის ეთერში „ნაპოლის“ წარუმატებელ სეზონზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. 39 წლის მატრი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის როლსაც შეეხო.

რას ამბობს მატრი:

კლუბის ხელმძღვანელებმა ბევრი ისეთ სიტუაცია შექმნეს, რამაც გუნდის ბალანსი დაარღვია, ეს პირველ რიგში, ოსიმენისა და კვარაცხელიას თამაშზე მეტყველებს. მათ ის ენთუზიაზმი მოუკლეს, რის ხარჯზეც ისინი შეტევაში უპირატესობას და განსხვავებას ქმნიდნენ. ამ ნგრევამ ბევრი უარყოფითი შედეგი აჩვენა. ნაპოლის აშენებას დიდი დრო დასჭირდა და ყველაფერი მარტივად დაინგრა.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო მატრის კარიერის დიდი ნაწილი „კალიარიში“ აქვს გატარებული, თუმცა, სხვადასხვა წლების განმავლობაში „იუვენტუსში“, „მილანში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ლაციოსა“ და კიდევ სხვა იტალიურ გუნდებში თამაშობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში კი 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ყველა ტურნირისთვის ბრძოლას გამოეთიშა და კალცონას გუნდმა სერია A-ს მოგების შანსიც ფაქტობრივად დაკარგა. ნეაპოლური გუნდი გათამაშების გასულ ტურში „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ამ მატჩში ხვიჩამ კუნთის ტრავმის გამო არ ითამაშა.

30 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ატალანტას“ 5 ქულით ჩამორჩება, მეოთხეადგილოსან „ბოლონიას“ კი 9 ქულა აშორებს. „კვარას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „მონცასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: “რასპადორი ხვიჩას ნაცვლად? ის მე გარანტიებს მაძლევს“
კალცონა: “რასპადორი ხვიჩას ნაცვლად? ის მე გარანტიებს მაძლევს“