რამოს ვინოლასი დაამარცხა - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელ-ნელა სათამაშო ფორმას აუმჯობესებს და დღეს დიდებული მატჩი შემოგვთავაზა.
მურსიას ტურნირის ჩელენჯერზე გამოცდილ რამოს ვინოლასს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ვინოლასი ესპანელი გახლავთ და თიხის კორტებზე საკმაოდ ძლიერია.
ნიკოლოზმა პირველ სეტში ბრეიკი მეორე გეიმში შეასრულა, თუმცა მეხუთე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო და წონასწორობა აღდგა. იმ დროს, როდესაც ბასილაშვილი 5:4-ს იგებდა, ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.
ბასილამ მეორე სეტი ცუდად დაიწყო და უმალ თავისი ჩაწოდება დათმო, თუმცა საბოლოო ჯამში მეტოქის 3 ჩაწოდება მოიგერია და მატჩი მოიგო. აღსანიშნავია, რომ კარიერაში ბასილაშვილი და ვინოლასი ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ და სამივეჯერ ნიკოლოზმა მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ATP რეიტინგის 248-ე ნომერს, პორტუგალიელ ენრიკე როკას დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ბასილამ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.