"ისე თამაშობდნენ, როგორც"... - მარადონას კომენტარი იტალიის გავარდნაზე
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი - დიეგო მარადონა, იტალიის ნაკრების ფიასკოს, საკუთარ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
"ძალიან ვწუხვარ, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
იტალიელები ყოველთვის ამ ტურნირის განსაკუთრებული ნაწილი იყვნენ.
ვუყურე ამ შეხვედრას და შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ისე თამაშობდა, როგორც ეს შვედეთის ნაკრებს სურდა. მხოლოდ საჯარიმოში ჩაწოდებები იყო, მაშინ როცა, შვედებს ძალიან მაღალი ცენტრალური მცველები ჰყავდათ.
ფეხბურთში კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი უდიდესი ნაკრები, რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოაკლდა".
მარადონამ აღნიშნულ პოსტს შემდეგი ფოტოც დაურთო:
