ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ვითარება შეიცვალა | ნოვაკ ჯოკოვიჩი მოსკოვში არ ჩავა

21 მარტს, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს. მოსკოვში მდებარე ლევ იაშინის სახელობის VTB არენაზე რუსეთი სერბეთს დაუპირისპირდება და იწერებოდა, რომ იყო შანსი, ამ შეხვედრას მსოფლიოს პირველ ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დასწრებოდა.

Матч ТВ-ის ინფორმაციით, რუსული მხარე ჩოგბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მის დაყოლიებას ცდილობდა. Р-Спорт-ის მიხედვით, მათ არაფერი გამოუვიდათ და ჩოგბურთელთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ „ნოლე“ მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩის შესაძლო ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის ფეხბურთის კავშირის წარმომადგენელმა, კირილ ტერეშინმა განაცხადა, რომ მატჩზე ნოვაკს, სერბეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებსა და პოპულარულ სერბ მუსიკოსებს მიიწვევდნენ.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2022 წელს, რუსები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თამაშს აპირებდნენ, მაგრამ ბოსნიელი ფეხბურთელების პროტესტის გამო, მატჩი ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა