ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

მხოლოდ თანხმობაა საჭირო - ლაპორტას მაგიდაზე 100 მილიონი ევრო უდევს

„ბარსელონას“, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ახალი არავისთვის არის. ესპანური MARCA კატალონიური გრანდის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ჩანს, „ბარსელონა“ სულ მალე მინიმუმ 100 მილიონ ევროს მიიღებს. საუბარი სასპონსორო ხელშეკრულებაზეა.

ლაპორტამ და მისმა დირექტორთა საბჭომ მალე უნდა გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ. ამ მომენტისთვის გუნდს ორი ალტერნატივა აქვს. გააგრძელონ სასპონსორო ხელშეკრულება Nike-თან, თუ შეწყვიტონ და თანამშრომლობა Puma-სთან დაიწყონ.

არსებობდა იდეა, რომ კატალონიური გრანდი საკუთარი წარმოებით დაამზადებდა მაისურებს და ეს იდეა გამოირიცხა. ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბარსას გერმანული ბრენდი დაასპონსორებს.

წყაროს ცნობით, პრიორიტეტი Puma-ს ენიჭება, რადგან კომპანია მზად არის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩარიცხოს 100 მილიონი ევრო ბონუსის სახით. იმ პირობებში კი, რაშიც დღეს „ბლაუგრანაა“, ეს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალებაა.

ასევე, Puma ჩავი ერნანდესის გუნდს წლიურად 120 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება Nike-ს 85 მილიონიან წინადადებას. თუ MARCA-ს დავუჯერებთ, ლაპორტა Nike-ს გაუმჯობესებულ შეთავაზებას ელოდება. პრეზიდენტი სიტუაციას წელავს და საბოლოო ჯამში აირჩევს კომპანიას, რომელიც უფრო სარფიან გარიგებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“ დამარცხებით და მეოთხედფინალში გასვლით „ბარსელონამ“ 10.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ სიტუაციას, რომლის მიხედვითაც, თუ ბარსამ Puma-სთან გადაწყვიტა თანამშრომლობა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდს დამატებითი 100 მილიონი ევრო ექნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კატალონიური გრანდი კოპა დელ რეიდან გამოვარდა, ხოლო ლა ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ღმერთო რა დიდებულია“ - კულუსევსკი რონალდუსთან ურთიერთობაზე
“ღმერთო რა დიდებულია“ - კულუსევსკი რონალდუსთან ურთიერთობაზე