ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

ინიესტა: რთული მატჩი იქნება, შანსებს თანაბრად ვაფასებ

„ნაპოლი“ „ბარსელონას“ მატჩის შესახებ თავისი მოსაზრება ბევრმა ექსპერტმა, თუ ფეხბურთელმა გამოთქვა. გამონაკლისი არც ლეგენდარული ანდრეს ინიესტა არის.

ინიესტა თვლის, რომ ამ წყვილში ფავორიტის გამოვლენა რთულია.

„ნაპოლის წინააღმდეგ ოფიციალურ დონეზე არასდროს მითამაშია. პირველ შეხვედრაში ბარსელონამ კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ მოიგო. ნაპოლიმ კი ამ სამი კვირის განმავლობაში თამაში გააუმჯობესა. მათ მწვრთნელის შეცვლასთან დაკავშირებით დადებითი რეაქცია და ემოციები ჰქონდათ.

ჩავიმ კი პირიქით, ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა - პედრი და დე იონგი. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ბარსა მეორე მატჩს შინ მართავს, მიუხედავად იმისა, რომ მონტჟუიკი კამპ ნოუ არ არის. ვიცი, რომ ფეხბურთელებს ამ არენაზე თამაში არ მოსწონთ. არ ვიცი ეს კლიმატის ბრალია, თუ შეჩვევის, მაგრამ ეს საქმეს ართულებს.

მე მჯერა, რომ ბარსა მომდევნო ეტაპზე გავა, მაგრამ ეს რთული მატჩია და ადვილი არ იქნება. შანსები თანაბარია“.

- ციტირებს ინიესტას სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა