ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, პენალტებისთვის მზად ვართ“

ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩამდე ამჯერად Sport Mediaset-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა პენალტების სერიაზეც ივარჯიშა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ  ეს რაუნდი გავიაროთ და ქომაგები გავახაროთ. აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ამ პერიოდში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. უნდა ვეცადოთ, რომ ბარსელონა ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს გვყავდეს, რადგან ბარსა ძალიან საშიში გუნდია. ჩვენ კი დაბლა დაწეული დაცვით თამაში კარგად არ გამოგვდის.

დაცვაში თამაშის გაუმჯობესება გვმართებს. მოძრაობები უნდა გამოვასწოროთ, ტემპი გავზარდოთ. სამწუხაროა, რომ ყოველ შეხვედრაში გოლს ვუშვებთ. პარასკევს ტორინოსთან გოლი ნაცნობ სიტუაციაში გავუშვით. ბარსელონასთან კი თამაში ყოველთვის რთულია.

პენალტების სერია? დიახ, ჩვენ ამ მხრივ მოვემზადეთ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

მეოთხედფინალში გასვლა ჩვენი ოცნება არ არის, მაგრამ ეს კონკრეტული შესაძლებლობაა. გუნდი დადებით ემოციებს კვლავ პოულობს. ჩვენ ყველა სტადიონზე მოსაგებად გავდივართ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა
უეფა დე ლარენტისს დასჯის - ინტერვიუს შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა