ხვიჩა კვარაცხელია, მარიო რუი
Aa
Aa

„მზადაა მოედანზე სპექტაკლები დადგას“ | მარიო რუის კომენტარი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ „ტორინოს“ კარში გოლი მარიო რუის გადაცემით გაიტანა, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შეფასების შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, პორტუგალიელმა მცველმა ქართველი თანაგუნდელის კარგ სათამაშო ფორმას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი

რა თქვა მარიო რუიმ

მეც, კვარას და გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც ბოლო პერიოდში მენტალური სიძლიერე დაგვიბრუნდა. თუმცა, ხვიჩა მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა. ის მზად არის მოედანზე შარშანდელი სეზონის მსგავსად, ნამდვილი სპექტაკლები დადგას.

საკუთარ სტადიონზე „ტორინოსთან“ დაკარგული ქულების შემდეგ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას შვიდი ქულით ჩამორჩა. მართალია მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ თამაშით ნაკლები აქვს გამართული, თუმცა ტიაგო მოტას მომზადებული გუნდის მეტოქე დღეს გათამაშების ლიდერი მილანის „ინტერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ გაიტანა და საუკეთესო იყო | ნაპოლიმ ტორინოს ვერ მოუგო
კვარამ გაიტანა და საუკეთესო იყო | ნაპოლიმ ტორინოს ვერ მოუგო