მუქტარ დიახაბი
Aa
Aa

„ოჯახის წევრებმა მკითხეს, სიარულს თუ შევძლებდი“ | დიახაბი ოპერაციის შემდეგ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა“ და „რეალის“ შეხვედრაში, „ღამურების“ 27 წლის მცველმა, მუკტარ დიახაბიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. გვინეელი ფეხბურთელი ორელიან ჩუამენთან შეჯახებისას დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

დიახაბის ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ, დიახაბის ჟურნალისტები შეხვდნენ და მედიის წარმომადგენლებთან მან მოკლე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დიახაბიმ

„როგორც მითხრეს, სარეაბილიტაციო პროცესი 9-დან 12 თვემდე გაგრძელდება. ფეხბურთის თამაშზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ და მინდა ფეხზე მყარად დავდგე. იცით რა მკითხეს პირველი ოჯახის წევრებმა? ძველებურად სიარულს თუ შევძლებდი. ასეთ მძიმე ტრავმას არავის ვუსურვებ“.

„ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადეს - ლა ლიგის უახლოესი ტურის შეხვედრაში კი მოთამაშეები დიახაბის გამამხნევებელი მაისურებით გავლენ მოედანზე. „ღამურებს“ მომდევნო მატჩი 9 მარტს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჩემპიონო წონა დაფიქსირებულია | მერაბი ომალი-ვერას აზღვევს
საჩემპიონო წონა დაფიქსირებულია | მერაბი ომალი-ვერას აზღვევს