ჟერსონ როდრიგეში
Aa
Aa

ძალადობის ბრალდება - ლუქსემბურგის ნაკრების ლიდერს შეყვარებულმა უჩივლა

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი და ბრატისლავის „სლოვანის“ ფორვარდი ჟერსონ როდრიგესი შესაძლოა დააპატიმრონ.

2022 წელს როდრიგესის წინააღმდეგ, ძალადობის მუხლით საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება ოჯახში ძალადობას. ინფორმაციას today.rtl ავრცელებს.

როდრიგესს ყოფილმა შეყვარებულმა უჩივლა. პროკურატურა ფეხბურთელის 15-თვიან პატიმრობას ითხოვს. საუბარია პირობით სასჯელზე. პროკურორი ასევე ითხოვს როდრიგესის მხრიდან ბრაზის თერაპიის გავლას. პლუს ამას დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას.

ლუქსემბურგი თბილისში მატჩს 21 მარტს გამართავს. როდრიგესის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება 27 მარტს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული 26 მარტს ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი CIES-ის რჩეულებში - ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა
კიტეიშვილი CIES-ის რჩეულებში - ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა