ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„მე და თოფურია სექტემბერში, ვეგასში!“ - ომალი ილიასთან საბრძოლველად მზადაა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან ბრძოლამდე MMA Knockout-ს ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ტიტულის დაცვის შემთხვევაში მზადაა „მატადორს“ მიმდინარე წლის სექტემბერში შეხვდეს.

რას ამბობს ომალი:

მე ილიას წინააღმდეგ? მასთან სექტემბერში, ვეგასში, Sphere-ში ვიბრძოლებდი. მექსიკის დროშა აქ ავიღე და ახლა, მოდით, ეს კიდევ ერთხელ მოხდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ჩემთვის ეს მომდევნო ბრძოლა იქნება.

მომწონს, რომ გარშემო ბევრი ვარიანტი მაქვს. საბოლოოდ, რა იქნება ყველაზე დიდი ბრძოლა? მე ბონუსის მებრძოლი ვარ და მომწონს ფულის შოვნაც. ერთი შეხედვით, რატომ უნდა წავიდე მის წინააღმდეგ, ეს ბიჭი ხომ მკვლელია, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნაკლები ფული იქნება.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალისა და მარლონ ვერას შორის საჩემპიონო ბრძოლა 9 მარტს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებულის პოტენციურ მეტოქედ მერაბ დვალიშვილი მოიაზრება, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჰენრი სეხუდოს დამარცხებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს, თუმცა, თუ ომალის კომენტარის მიხედვით ვიმსჯელებთ, „ჩიტო“ ვერას დამარცხების შემთხვევაში მისი მეტოქე შესაძლოა, ილია თოფურია იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამი თანაგუნდელი დამინოკაუტა“ | გილბერტ ბერნსის ისტორია ილიაზე
„სამი თანაგუნდელი დამინოკაუტა“ | გილბერტ ბერნსის ისტორია ილიაზე