მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„როგორ ვაპირებ მის დამარცხებას?“ - მერაბმა ომალიზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილისთვის UFC-ში მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება. მისი მეტოქე კი დიდი ალბათობით შონ ომალისა და მარლონ ვერას შორის გამარჯვებული უნდა იყოს, რომელთა შორისაც შეხვედრა მაიამიში მომდევნო შაბათს შედგება.

33 წლის ქართველ მებრძოლს ამ შეხვედრის წინ ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი ესაუბრა და ორივე სავარაუდო მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებზე დაუსვა შეკითხვა.

რა თქვა დვალიშვილმა

ომალი ძალიან ძლიერი მეტოქეა. ის ფეხზე მყარად დგას და აქვს საკმარისი ძალა საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგე ნოკაუტში გაგზავნოს. მას საშიშ მებრძოლად მივიჩნევ. მასთან ოქტაგოზე დაპირისპირება ყოველთვის მსურდა, რადგან ეს ჩემთვის გამოწვევაა. როგორ მოვიქცევი მასთან ორთაბრძოლის დროს? ვიქნები ჭკვიანად, მოთმინებას გამოვიჩენ და ჩემს შანსს დაველოდები. მას უბრალოდ ვაიძულებ რომ გადაიღალოს და გადამწყვეტ დარტყმას ამის შემდეგ მივაყენებ.

ომალი ჩემპიონი ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა დვალიშვილის უახლოესი მეგობარი ალჯამეინ სტერლინგი. ვერა კი დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია და ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ომალის დამარცხება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა შეტყობინება თვალცრემლიანმა წავიკითხე - თოფურიას დედის ემოციური პოსტი
ყველა შეტყობინება თვალცრემლიანმა წავიკითხე - თოფურიას დედის ემოციური პოსტი