მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს ძალიან უშნო სტილი აქვს“ - Bellator-ის რუსი მებრძოლი

ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია Bellator-ის რუსმა მებრძოლმა მაგომედ მაგომედოვმა რუსულ Sport-Express-თან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანას“ სანახაობრივი სტილი არ აქვს. რუსი მებრძოლი ამბობს, რომ უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს მარტივად დაამარცხებს.

მაგომედ მაგომედოვი:

მერაბი ტემპის მოთამაშეა. ვერ ვიტყოდი, რომ ტექნიკურია, უბრალოდ ტემპი აქვს. მას არ შეუძლია მეტოქის მიწაზე გაჩერება, უბრალოდ ურტყამს, შემდეგ დგება და ისევ ურტყამს. ძალიან უშნო სტილი აქვს. მართალია, უშნოდ ჩხუბობს, მაგრამ რასაც აკეთებს, მაინც რთულია, თუმცა, არა მგონია უმართან ასე გამოუვიდეს. საერთოდ, შეძლებს უმარის მიწაზე გადაყვანას?

შეგახსენებთ, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მე-12 ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი საბრძოლველად რამდენჯერმე გამოიწვია. რუსმა მებრძოლმა UFC-ში ბოლო ბრძოლა დღეს, UFC Fight Night 238-ზე, ყაზახ ბეკზატ ალმახანთან გამართა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები