კიტეიშვილის გოლი და შტურმის მარცხი - აზაროვის 75 წუთი და გამარჯვება
ევროპა ლიგაზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმაც“ ითამაშა, რომელიც საბერძნეთში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
კიტეიშვილმა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესოც იყო. კიტემ 34-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
74-ე წუთზე მწვრთნელმა მოულოდნელად კიტეიშვილი შეცვალა, რის შემდეგაც რამდენიმე წამში ბერძნებმა დაწინაურება შეძლეს. კიტეს გარეშე დარჩენილმა „შტურმმა“ კი დარჩენილ დროში ბევრი ვერაფერი შექმნა.
გრაცელები 4 ქულით 28-ე ადგილზე იმყოფებიან და მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ.
კონფერენს ლიგაზე თავისი მატჩი მოიგო ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“, რომელმაც ირლანდიაში „შემროკ როვერსს“ 2:1 სძლია.
აზაროვი სასტარტოში იმყოფებოდა და 75-ე წუთზე შეცვალეს.
დონეცკელებს ამ გამარჯვების შემდეგ, 9 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში ასევე სტუმრად „ჰამრუნს“ დაუპირისპირდებიან.