Aa
Aa
10 ნოემბერი 2017  |  23:01

"უეფამ" პატრის ევრა 7 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

2 ნოემბერს, "ევროპა ლიგაზე", "გიმარაეშთან" მატჩის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის გამო, "მარსელის" აწ უკვე ყოფილი მცველი პატრის ევრა 8 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

"უეფას" გადაწყვეტილებით, ევრა ევროტურნირების შეხვედრებში მონაწილეობას 30 ივნისამდე ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ჯარიმის სახით 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელს "მარსელმა" კონტრაქტი გაუწყვიტა და იგი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები