Aa
Aa

"სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტი ძალიან მომწონს" - ალბამ ნეიმარზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" ესპანელმა განაპირა მცველმა ხორდი ალბამ Sport-თან საუბრისას, თავისი ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

"ნეიმარი დიდებული მოთამაშეა, რომელიც თავისი შეხედულებების, პოზიციისა და გარემეობების გამო "ბარსელონადან" წავიდა. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება იდეალურად შეუძლიათ. ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, წინა ხაზში ბევრი სივრცე გამომიჩნდა. სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტი ძალიან მომწონს. თავდაჯერება დავიბრუნე და საკუთარი თამაში გავაუმჯობესე. ამჟამად თამაშით ვტკბები, რაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ მომხდარა".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნეიმარი ბარსელონაში იმყოფებოდა და ძველი თანაგუნდელები მოინახულა. პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელს გუნდში დაბრუნება სურს, რადგან პარიზში ბევრი რამით უკმაყოფილოა.

მსგავსი სიახლეები