ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„აბსურდი ჩაიდინეთ! ახლა უკან დააბრუნებთ?“ - ქომაგები კვარა-ოსიმენის მურალზე

ნეაპოლში ბოლო კვირაში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, 2023 წელს ფორჩელას უბანში შექმნილი კვარაცხელიასა და ოსიმენის მურალის წაშლა იყო, რომელიც სკუდეტოს მოგების შემდეგ, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მურალი მალევე გახდა.

ზემოხსენებულ ამბავს გამოხმაურება მალევე მოჰყვა. კვარასა და ოსიმენის მურალის ადგილას ნეაპოლელი რეპერის ჯოლიერის მურალი განათავსეს. დღევანდელი მატჩის შემდეგ კი ქომაგებში უკმაყოფილებამ კიდევ უფრო მკვეთრად იჩინა თავი. ამ ფაქტს გულშემატკივრები კრიტიკით შეხვდნენ.

მიმდინარე სეზონის წარუმატებლობის მთავარ დამნაშავეებად, მურალის წაშლის ინიციატორებს ხვიჩა და ოსიმენი მიაჩნდათ. „სასუოლოსთან“ ლამაზ სტილში მოგებული მატჩის შემდეგ, მურალის წაშლას ქომაგები ასე გამოეხმაურნენ.

„რაც ხვიჩამ და ოსიმენმა გააკეთეს, ეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ამ სეზონის ჩაგდებაში დე ლაურენტისიც არის დამნაშავე. მურალის წაშლის ჟესტი აბსურდია“.

„ამჯერად რას იზამთ, ჯოლიერის მურალს წაშლით და კვარა-ოსიმენს თავიდან დახატავთ?“

„რთული დასაჯერებელია, მაგრამ გუნდმა ტემპი კვლავ იპოვა, რიტმი დაიბრუნა და შესაძლოა შედეგიც მიიღოს, თუ იღბალი მათ მხარეს იქნება. იქნებ ნაპოლიმ სასწაულებრივად ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს. რას გეგმავთ ამის შემდეგ? კვარასა და ოსიმენის მურალს უკან დააბრუნებთ?“

  • ციტირებს areanapoli გაბრაზებული გულშემატკივრების კომენტარებს.

26 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 40 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ 8 ქულით ჩამორჩება.

კვარა VS სასუოლო - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: “ხვიჩამ თავისი თავი ისევ იპოვა“
იტალიელი ჟურნალისტი: “ხვიჩამ თავისი თავი ისევ იპოვა“