რეალი, ბაიერნი, მილანი, ტეო ერნანდესი
Aa
Aa

თუ დევისი რეალში გადავა - ბაიერნი ტეო ერნანდესისთვის იბრძოლებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ალფონსო დევისმა მადრიდის „რეალთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. კანადელი უკანახაზელი წელიწადში 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „რეკორდმაისტერი“ წინააღმდეგია.

ამ ყველაფრის პარალელურად, გერმანულმა გიგანტმა ალფონსოს შემცვლელის ძებნა დაიწყო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბაიერნი“ დევისის წასვლის შემთხვევაში ტეო ერნანდესს ამოიღებს მიზანში.

წყაროს ცნობით, „რეკორდმაისტერი“ 70-80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რაც, რა თქმა უნდა, მილანელთათვის სასაცილო თანხაა. აღსანიშნავია, რომ ტეოს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და მისი ყიდვა საკმაოდ რთული იქნება.

ცნობისთვის, დევისს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება. მიმდინარე წლის ზაფხულში კი „რეალი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. თუ „ბაიერნი“ ამ წინადადებას არ დათანხმდება, ალფონსო „სამეფო კლუბში“ 2025 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალის და იუვენტუსის ინტერესი - ჩელსის მუდრიკის გაშვება სურს
არსენალის და იუვენტუსის ინტერესი - ჩელსის მუდრიკის გაშვება სურს