ბაიერნი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ბაიერნი ბოლომდე იბრძვის - ბოლო ცნობები დევისის ტრანსფერის შესახებ

გუშინ ცნობილ გახდა, რომ ალფონსო დევისმა მადრიდის „რეალთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. გერმანული მედია ამ საკითხთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, „ბაიერნის“ ახალმა სპორტულმა დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „არავის სურს ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა. რა თქმა უნდა, დევისის აგენტთან გვქონდა დისკუსია. ვეცდები მოლაპარაკების გაგრძელებას, ვნახოთ რა სიტუაცია იქნება.“

ამ ყველაფრის ფონზე, BILD-მა დაწერა, რომ კანადელმა უკანახაზელმა „რეკორდმაისტერს“ ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზეც გერმანული გრანდი უარს აცხადებს. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ „რეალსა“ და ალფონსოს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა.

ცნობისთვის, დევისს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება. მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბაიერნს“ 35 მილიონ ევროს შესთავაზებს. თუ გერმანული მხარე თანახმა არ იქნება, 2025 წელს დევისი „ბლანკოსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი გერმანულ გუნდს 2019 წლის იანვარში შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ალფონსომ „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 180-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Tuttosport: შესაძლოა ხვიჩამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს
Tuttosport: შესაძლოა ხვიჩამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს