კრისტოფერ ოლსონი
Aa
Aa

შვედეთის ნაკრების ფეხბურთელის მდგომარეობა მძიმეა | ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

შვედეთის ნაკრებისა და „მიდტიულანდის“ ფეხბურთელის, კრისტოფერ ოლსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 28 წლის ნახევარმცველი 20 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ოლსონის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დანიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ფეხბურთელს თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდა. „მიდტიულანდის“ მიხედვით, თავის ტვინის პრობლემა გარე ფაქტორებით არაა გამოწვეული და არც ფეხბურთელს მიუყენებია საკუთარი თავისთვის დაზიანება.

„20 თებერვალს, ოლსონმა გონება დაკარგა და ორჰუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანიის წამყვანი ექიმები დაუღალავად მუშაობენ, რათა დიაგნოზი დასვან და სათანადო მკურნალობა დაიწყონ“, - წერს დანიური კლუბი.

ცნობისთვის, ოლსონს „არსენალში“ თამაშის გამოცდილება აქვს და „მეთოფეთა“ მაისურით 2013-14 წლებში ასპარეზობდა. „მიდტიულანდის“ გარდა, მას „აიკის“, „კრასნოდარისა“ და „ანდერლეხტის“ ღირსება დაუცვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta ხვიჩაზე: „სპალეტი უხეშობისგან აზღვევდა, ახლა კი...“
Gazzetta ხვიჩაზე: „სპალეტი უხეშობისგან აზღვევდა, ახლა კი...“