გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

სიგუა ბრწყინვალე დამოკიდებულებას ავლენს - ბაზელის მწვრთნელის შეფასება

შვეიცარიის სუპერ ლიგის 25-ე ტურში „ივერდონი'' შინ „ბაზელთან'' 0:2 დამარცხდა. გასული წლის 6 დეკემბრის შემდეგ გაბრიელ სიგუამ „ბაზელისთვის'' პირველად ითამაშა, 30-ე წუთზე გააფრთხილეს, როცა მეტოქის წინააღმდეგ არასპორტულად იმოქმედა, მეტოქეს ყელის არეში ხელი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო. სიგუას ტრავმის გამო დაახლოებით სამი თვე გაუცდა, სასტარტოში „ივერდონთან'' დაბრუნდა და ძალიან კარგი გოლი გაიტანა, მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო, მცირე პაუზის შემდეგ კარისკენ ზუსტად დაარტყა და დაბალ კუთხეში შეაგდო (იხილეთ).

მატჩის შემდეგ „ბაზელის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო სელესტინიმ გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებზე ლეონ ავდულაჰუზე (20 წლის), დიონ კაცურისა (20 წლის) და გაბრიელ სიგუაზე (18 წლის) ისაუბრა.

„მათ ფანტასტიკურად ითამაშეს, ამ კვირაში ვთქვი, რომ მოედანზე ის მოთამაშეები იქნებოდნენ, რომლებიც ჩვენს მომავალს წარმოადგენენ. რამდენიმეთვიანი უთამაშებლობის შემდეგ სიგუამ გაიტანა, ბრწყინვალე დამოკიდებულებას ავლენს. ასევე, ავდულაჰუ და კაცური ნახევარდაცვაში აქტიურობდნენ და სათამაშო ხარისხი აჩვენეს. ბევრი მიმართულებით მათთან ერთად უნდა განვითარდე, მაგრამ მენტალიტეტს უკვე ვავლენთ’’.

სიგუა „ბაზელში'' ამ სეზონის დაწყებამდე, გასულ ზაფხულში გადავიდა. სუპერ ლიგის 11 მატჩში 3 გოლი შეაგდო, შვეიცარიის თასის ერთ მატჩში კი მის აქტივში საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები