მერაბ დვალიშვილი, ბრენდონ მორენო
Aa
Aa

„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ბრენდონ მორენო მომდევნო ბრძოლას ბრენდონ როივალის წინააღმდეგ, თბილისის დროით, 25 თებერვალს გამართავს. ტრადიციულად, ოქტაგონზე გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მებრძოლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს და მორენოს მერაბ დვალიშვილზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

30 წლის მებრძოლი მექსიკელია და ჰკითხეს, რა აზრის იყო, ჰენრი სეხუდოსთან გასამართ ჩხუბამდე, „მანქანამ“ მექსიკის დროშა რომ გაშალა და განაცხადა, რომ მექსიკას სიამაყის საფუძველს მისცემდა. მორენომ დვალიშვილი შეაქო და მას Hermano (ძმა) უწოდა.

„ის, რაც მერაბმა გააკეთა, შესანიშნავი რამ იყო. თან მექსიკის დროშა ანაჰაიმში გამოფინა, სადაც ბევრი მექსიკელი ცხოვრობს. როცა მისი ქმედება დავინახე, გამეცინა, მაგრამ პარალელურად, სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, რადგან დვალიშვილის, მექსიკის დროშით ხელში ხილვა, მაგარი მომენტი იყო. მერაბს ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭია. მიხარია, სეხუდოსთან ბრწყინვალე გამოსვლა რომ აჩვენა და ჩვენი ძმაა. არის თუ არა საპატიო მექსიკელი? კი! მერაბი Hermano-ა!”.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 ივნისს, ბრენდონ მორენომ საჩემპიონო ბრძოლა მოიგო და პირველი მექსიკელი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთრა. მან ქამარი 2023 წლის 8 ივლისს, ალეშანდრე პანტოჟასთან მარცხის შემდეგ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასჯა, თუ კონკურენცია? კალიარისთან კვარა შესაძლოა ლინდსტრომმა შეცვალოს
დასჯა, თუ კონკურენცია? კალიარისთან კვარა შესაძლოა ლინდსტრომმა შეცვალოს