ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია“ | შონ ომალი ილიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ 27 წლის ქართველი მისი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია.

„ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაანოკაუტა, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვოლკი საკუთარ თავს არ ჰგავდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვოლკანოვსკი ყოყმანობდა. შეიძლება, ეს ისლამ მახაჩევის ნოკაუტით ან ილიას თავდაჯერებულობითა და დგომით იყო განპირობებული. არ ვიცი, რთული სათქმელია.

ილია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია და მის ჩხუბებს სიამოვნებით ვუყურებ. ძალიან უცნაურია, რომ მისი გამოწვევის გამო, უამრავი შეურაცხყოფა და კრიტიკა მივიღე. თოფურია მთელ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია, ვისაც შეიძლება, ეჩხუბო. ახლახან, მან ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და მაინც გამოვიწვიე, რის გამოც, გამაკრიტიკეს. რაღაც მხრივ, მესმის ეს რატომ მოხდა და ფანებს სურთ, ქამარი დავიცვა და ქვემსუბუქ დივიზიონში შემდეგ ავიდე, მაგრამ მერაბმა ჰენრი სეხუდოც კი ვერ დააფინიშა. დვალიშვილი ძალიან რთული და სახიფათო მეტოქეა, მაგრამ თოფურიამ ვოლკი დაანოკაუტა! ვისთან გირჩევნიათ, ჩემი ჩხუბი ნახოთ?! მერაბთან თუ ილიასთან? ჩემი სათქმელი ვთქვი და ახლა მოვკეტავ“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალი მომდევნო ბრძოლას 9 მარტს (თბილისის დროით, 10 მარტს) გამართავს. მისი მეტოქე მარლონ „ჩიტო“ ვერა იქნება, რომელთანაც კარიერის ერთადერთი მარცხი იწვნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას