ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ახალი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, „ელ მატადორმა“ აღნიშნა, რომ ევლოევთან სიამოვნებით იჩხუბებდა, მაგრამ მოვსარს UFC-ში ყველა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული და სატიტულო ჩხუბის მისაღებად მეტოქის დაფინიშება ესაჭიროება.

რუსმა მებრძოლმა თოფურიას სოციალურ ქსელში უპასუხა და განაცხადა: „შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“.

ცნობისთვის, ევლოევს კარიერაში 18 ბრძოლა გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. UFC-ში ის 2019 წლიდან ასპარეზობს და ბოლო ჩხუბში არნოლდ ალენს მოუგო, რის შემდეგაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკისა“ და „ელ მატადორის“ ჩხუბამდე, ევლოევი ფავორიტად ავსტრალიელ მებრძოლს ასახელებდა და მის გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა, ამბობდა, რომ ილიას მოგება უფრო აწყობდა. მოვსარს სურს, მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს და სჯერა, რომ თოფურია მისთვის უმარტივესი მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა“
ჩავი: “კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა“