ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ევლოევი, მატჩრევანში და მიმართვა პატარა საქართველოს | ილიას პრესკონფერენცია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ბრძოლისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ერთი სული მაქვს, ამ შენობას როდის დავტოვებ და ჩემს გუნდთან და ოჯახთან ერთად, წარმატებას როდის აღვნიშნავ. რას ვფიქრობ პირველ რაუნდზე და იმაზე, რომ სამივე მსაჯმა რაუნდი ვოლკს მისცა? როცა ვჩხუბობ, მსაჯები არ მჭირდებიან და შეუძლიათ, დასასვენებლად წავიდნენ. პირველ რაუნდში, ალექსი ძალიან სწრაფი იყო და სწრაფი ჯები ჰქონდა. მოძრაობითა და ფეხით განხორციელებული დარტყმებით ცოტათი გამაკვირვა და დრო დამჭირდა, რათა იგი შემესწავლა.

ველოდებოდი ჩემი დრო როდის დადგებოდა. რამდენჯერმე ძლიერად მომარტყა და ეს იზეიმა, რა დროსაც ვამბობდი: „ახლა ჩემი დროა, მოიცადე“. ჩემი გეგმა გრძელი კომბინაციების განხორციელება იყო და არა 2-დარტყმიანი შეტევების, რადგან გრძელი კომბინაციების წაკითხვა უფრო რთულია. კარგად ვიმუშავეთ, ჩემპიონები გავხდით და ძალიან ბედნიერი ვარ.

იმსახურებს თუ არა მატჩრევანშს? ალექსი კარგი ადამიანია და ამის გამო, შემიძლია, კიდევ ერთხელ ვეჩხუბო, მაგრამ მეორე მხრივ, ახალი გამოწვევების დრო დადგა. დროა, დივიზიონი გავასუფთაო და ახალ გამოწვევებს გავუმკლავდე. ჩემი მოვალეობა ჩხუბია და შევხვდები იმას, ვისაც მომცემენ. რა არის ჩემი მიზანი? ჩემპიონობა მინდოდა, ახლა კი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მაქს ჰოლოუეი და სხვები? მათთან ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ. ახალი გამოწვევები მინდა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ელ მატადორი აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

მოვსარ ევლოევი? მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი, მაგრამ ამ ბიჭს UFC-ში ყველა ბრძოლა გადაწყვეტილებით აქვს მოგებული. საბმიშენი და ნოკაუტი არ ჰქონია და კარგით რა. ვიღაც უნდა დააფინიშოს. შეიძლება, მშობლიურ ქალაქში უპოვონ ვინმე ან მამამისთან აჩხუბონ, რომ დააფინიშოს. კი, დაუმარცხებელია, მაგრამ არავინ დაუფინიშებია. თუ UFC ესპანეთში ჩასვლასა და ვოლკთან მატჩრევანშს შემომთავაზებს, არანაირი პრობლემა არაა“.

აი, ეს მიმართვა კი, რომელიც ილიამ ქართულად წარმოთქვა და ჩვენ მოგვმართა, აუცილებლად უნდა ნახოთ

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ „ვოლკი“ მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ ზედიზედ მე-15 ბრძოლა მოიგო და მისი წაგებების გრაფაში კვლავინდებურად ნული წერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ნამდვილად განსაკუთრებულია, ბრწყინვალედ იჩხუბა“ | რა თქვა დენა უაითმა ილიაზე
„ეს ბიჭი ნამდვილად განსაკუთრებულია, ბრწყინვალედ იჩხუბა“ | რა თქვა დენა უაითმა ილიაზე