ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამორჩეული დაპირისპირებაა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაბრუნება დიდ აღფრთოვანებასთან ასოცირდება. დიდი იმედი და მოტივაცია გვაქვს, რომ მეოთხედფინალში გავალთ. გამიკვირდა, რომ თამაშამდე 48 საათით ადრე მწვრთნელი შეცვალეს. „ნაპოლი“ დიდი მეტოქეა და პირველ რიგში მათ სამ ფეხბურთელს გამოვყოფ.

ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა. არ ვიცი სწორად წარმოვთქვამ, თუ არა, მაგრამ ის ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც სხვა გუნდებთან განსხვავებას ქმნის. ხვიჩა ერთი-ერთზე ძალიან სახიფათოა, აკეთებს მწვავე საგოლე გადაცემებს და ის ნამდვილ განსხვავებას ქმნის. ამ ყველაფერს ხვალინდელი დღისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ. ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიუნდოგანი: “რეალისტი ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება“
გიუნდოგანი: “რეალისტი ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება“