ჯოვანი დი ლორენცო, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

დი ლორენცო: მაცარის მოხსნა ყველას მარცხია, ეს ვითარება კარგი არაა

UEFA-ს მერვედფინალში „ნაპოლი'' „ბარსელონას'' მიიღებს. გუნდებს შორის პირველი მატჩი „დიეგო მარადონაზე'' გაიმართება. მატჩამდე „ნაპოლის'' კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ვალტერ მაცარის წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონში მესამე სამწვრთნელო ცვლილება ყველას მარცხია.

„ნაპოლის’’ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო: „მადლობა მაცარის, ჩვენ ვისაუბრეთ და მე ნამდვილად დამწუხრებული ვარ.  როცა სეზონში მესამე მწვრთნელი მოდის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგად არ მუშაობს და სიტუაცია კარგი არაა. ფეხბურთელებს კარგად გვესმის არსებული ვითარება და ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. ეს ყველას მარცხია, როცა სამწვრთნელო ცვლილება ხდება, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ, რეაქცია უნდა გამოვავლინოთ და ახალი მთავარი მწვრთნელის კონცეფციებთან ადავპტირდეთ. ვითარების გამოსასწორებლად ყველამ უნდა ვიმუშავოთ’’.

მატჩამდე „პარტენოპეის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ განაცხადა, რომ „ბარსელონასთან'' მიზანი გამარჯვებაა.

ფრანჩესკო კალცონა: „მადლობა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ პარალელურად „ნაპოლიში’’ მუშაობის შესაძლებლობა მომცა. ასევე, მადლობა სლოვაკ ხალხს, მათ ჩემს მიმართ პატივისცემა გამოიჩინეს. „ნაპოლიში’’ ახალ გზას ვიწყებთ, გუნდი კარგად შემხვდა, ვისაუბრეთ, ახლა კი საქმის დროა.

„ნაპოლის’’ ქომაგები განსაკუთრებულნი არიან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ „ნაპოლის'' თამაშის ხარისხითა და შედეგით იამაყონ.

ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. მისი მდგომარეობა ხვალ შეფასდება.

„ბარსელონა’’ ძლიერი გუნდია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტოქის სიძლიერეს ვაღიარებთ, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ჩვენ „ნაპოლი’’ ვართ’’. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.

აურელიო დე ლაურენტისი ამჟამინდელი ვითარებით უკმაყოფილოა.  მთხოვა რწმენა შევძინო ჩვენს იმ მიზნებს, რაც „ბარსელონას’’ ბარიერის დაძლევასა და სერია A-ში მეოთხე ადგილზე გასვლას გულისხმობს''.

„ნაპოლი'' - „ბარსელონას'' მატჩი ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები