ლევან თედიაშვილი
Aa
Aa

ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

თბილისის სპორტის სასახლეში ლევან თედიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა, რის შემდეგაც ლეგენდარული ფალავანი საჯარიმოში დაკრძალეს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 75 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ლევან თედიაშვილმა ორჯერ შეძლო ოლიმპიადის მოგება - 1972 და 1976 წლებში. ასევე, ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ერთხელ ვიცე-ჩემპიონი და სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები