L’Equipe: „მათ შორის უფსკრულია“
Aa
Aa

L’Equipe: „მათ შორის უფსკრულია“

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.

„მათ შორის უფსკრულია“. - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“ მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება“. - ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.

მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები