გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 17 ქულა | ლენოვო ტენერიფე ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

ესპანეთის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალში, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდს აუტსაიდერად თვლიდნენ, მაგრამ კარგი მეორე ტაიმის წყალობით, 91:83 იმარჯვა.

„უნიკახამ“ პირველი ტაიმი 4 ქულით მოიგო, მეორე ნახევარში კი უკეთ „ლენოვო ტენერიფე“ გამოიყურებოდა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე, შერმადინის გუნდის უპირატესობა 1 ქულას შეადგენდა, გადამწყვეტი პერიოდი კი „ლენოვო ტენერიფემ“ 25:18 მოიგო და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

შერმადინმა პარკეტზე 27 წუთი და 53 წამი გაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ აქტივში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. „ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ აარონ დორნეკამპმა (25) და კაილ გაიმ (23) დააგროვეს.

ცნობისთვის, ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ლენოფო ტენერიფეს“ მეტოქე „ბარსელონა“ გახლავთ, რომელმაც „მანრესას“ 102:91 მოუგო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს „რეალი“ და „ვალენსია“ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გრან სლემი - ლიპარტელიანმა ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გრან სლემი - ლიპარტელიანმა ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა