ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sky Sport: კვარა შესაძლოა წავიდეს, ნაპოლის მისი შემცვლელი ჰყავს

Sky Italia ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და წერს, რომ ქართველი გარემარბის იტალიიდან წასვლა მართლაც მოსალოდნელია.

„არ არის გამორიცხული, რომ კვარაცხელია ზაფხულში გაიყიდოს. ნაპოლიმ ჰამედ ტრაორე შეიძინა და ის ხვიჩას შემცვლელად ითვლება.

ტრაორე გუნდში იჯარით იმყოფება და მისი სრულად გამოსყიდვა შესაძლოა კვარაცხელიას ტრანსფერს უკავშირდებოდეს.

უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რატომ მივედით გარკვეულ არჩევანამდე. ლინდსტრიომი პოლიტანოს ალტერნატივა იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში კვარაცხელიას თაობაზე შეთავაზებები იქნება და მისი წასვლა შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ტრაორემ წელს შანსი უნდა მიიღოს, რათა თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. მას კვარაცხელიას პოზიციაზე თამაში შეუძლია“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სავარაუდო სამიზნეებში ხვიჩაც მოხვდა. მიტომასა და მარტინელისთან ერთად, კატალონიელებს კვარას შეძენაც სურთ. შესაძლოა რომელიმე მათგანი ზაფხულში „კამპ ნოუზე“ ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაში მარტო დარბოდა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე და მაცარიზე
„შეტევაში მარტო დარბოდა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე და მაცარიზე