პერესმა ბენზემას გაშვება გადაწყვიტა - ფრანგი პრემიერლიგაში მიდის?
Aa
Aa

პერესმა ბენზემას გაშვება გადაწყვიტა - ფრანგი პრემიერლიგაში მიდის?

წლევანდელ სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქომაგებმა კარიმ ბენზემას დაუსტვინეს.

ფრანგი ფორვარდი, რომ საგოლე მომენტების განიავებით გამოირჩევა, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ, თუმცა მას სხვა ბევრი პლიუსი აქვს და "რეალისთვის" ხშირ შემთხვევაში სარგებელი მოაქვს.

ქომაგების შემდეგ, როგორც ჩანს მოთმინების ფიალა ფლორენტინო პერესსაც აევსო და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

თუ, ესპანურ პრესას ვენდობით, სეზონის ბოლოს ბენზემა მადრიდს დატოვებს და კლუბი მის ნაცვლად ახალ ფორვარდს შეიძენს.

"რეალი" 3 ფეხბურთელს აკვირდება და მეგატრანსფერს გეგმავს. ჰარი კეინი, კილიან მბაპე და პაულო დიბალა - ამ მოთამაშეებიდან ფლორენტინო პერესი მინიმუმ ერთის ყიდვას აპირებს.

რაც შეეხება ბენზემას, ფრანგ ფეხბურთელს მსურველები საკმაოდ ჰყავს. განსაკუთრებით აქტიურობს ლონდონის "არსენალი".

არსენ ვენგერს ბენზემას შეძენა უკვე დიდი ხანია სურს და ამის შესაძლებლობა მას ზაფხულში მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 377 მატჩში 183 გოლი და 105 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები