L'Equipe-ის ექსკლუზივი! მბაპეს უკვე ბარსელონასკენ მიმავალი თვითმფრინავიც ელოდებოდა...
Aa
Aa

L'Equipe-ის ექსკლუზივი! მბაპეს უკვე ბარსელონასკენ მიმავალი თვითმფრინავიც ელოდებოდა...

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უდაოდ შევა ისტორიაში.

უამრავი ძვირადღირებული გარიგების ფონზე, რომელიც ნეიმარის რეკორდული ტრანსფერით დასრულდა, კიდევ იყო ერთი ფარული შეთანხმება, რომელიც თითქმის შედგა...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, როცა "ბარსამ" ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პსჟ"-ში გაუშვა და სანაცვლოდ უსმან დემბელე გაიფორმა, კატალონიელებს სრული კმაყოფილებისთვის კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის გაჩარხვა სურდათ.

როგორც მოგეხსენებათ, პარიზელებს ნეიმარის შეძენის შემდეგ, კვლავ კოლოსალური თანხის გადახდა და მბაპეს გაფორმება არ შეეძლოთ და "მონაკოსთან" გარიგებას ვერ აღწევდნენ. ასეთი  სიტუაცია 30-დან 31 აგვისტომდე იყო.

სწორედ ამ დროს, "ბარსამ" და "მონაკომ" შეთანხმებას მიაღწიეს, რის თანახმადაც "ბლაუგრანა" "მონეგასკებს" სოლიდურ თანხას გადაუხდიდა და არდა თურანსაც დაუთმობდა, სანაცვლოდ კი მბაპე "კამპ ნოუზე" გადაბარგდებოდა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს აეროპორტში ბარსელონასკენ მიმავალი თვითმფრინავიც კი ელოდებოდა, თუმცა მბაპე რატომღაც უკმაყოფილო დარჩა და შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ, სიტუაციით სარგებლობა "პსჟ"-ს აღარ გასჭირვებია და შეთანხმებასაც მარტივად მიაღწიეს. მბაპე 1 წლიანი არენდის წესით პარიზულ გუნდში გადაბარგდა. 2018 წლის ზაფხულში კი "მონაკოს" ანგარიშზე 180 მილიონი ევრო ჩაირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები