ბარსელონა, გრანადა
Aa
Aa

ტერ შტეგენი: “არ ვიცი დავემშვიდობეთ, თუ არა ლა ლიგას“

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. თამაშის შემდეგ, კატალონიელთა კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტერ შტეგენმა?

„მოკლე მონაკვეთში 3 გოლის გაშვება ნებისმიერი გუნდის სულისკვეთებისთვის იქნება რთული. მატჩში უნდა დაბრუნდე და როცა ასე ახლოს ხარ ყველაფერი გაცილებით რთული ხდება. უნდა შევწყვიტოთ ასეთი მარტივი გოლების გაშვება.

უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. დღეს გუნდი გოლის გატანაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე თავის დაცვაზე. უფრო უკეთესის გაკეთება შეუძლებელი იყო. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩში სხვანაირად ბარსას ვიხილავთ.

ლა ლიგაში „რეალთან“ ერთ მატჩი უკვე გავმართეთ და წინ შემდეგი თამაშია. კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ და ფოკუსირება მომავალზე გავაკეთოთ. არ ვიცი დავემშვიდობეთ, თუ არა ლა ლიგას. „რეალთან“ და „ჟირონასთან“ მნიშვნელოვანი მატჩები გველის.“

შეგახსენებთ, რომ „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 51 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

„ბლაუგრანა“ პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „ჟირონასთან“ 5 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში ბარსა ვიგოს „სელტას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი ტუხელის გაშვებაზე ფიქრობს | მიუნხენელებს სამი ვარიანტი ჰყავთ
ბაიერნი ტუხელის გაშვებაზე ფიქრობს | მიუნხენელებს სამი ვარიანტი ჰყავთ