საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ჩეხეთთან საშინაო მატჩით ვიწყებთ - საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონში აღზევდა, საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში ჩეხეთს, უკრაინასა და ალბანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

7 სექტემბერი, საქართველო - ჩეხეთი

10 სექტემბერი, ალბანეთი - საქართველო

11 ოქტომბერი, უკრაინა - საქართველო

14 ოქტომბერი, საქართველო - ალბანეთი

16 ნოემბერი, საქართველო - უკრაინა

19 ნოემბერი, ჩეხეთი - საქართველო

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი, 14-19 ნოემბერს.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის ფლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები