ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი კანდიდატურას აღარ წამოაყენებს - უეფას პრეზიდენტის პოსტს 2027 წელს დატოვებს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ის ახალი ვადით პოსტს აღარ დაიკავებს.

ჩეფერინმა დღეს განაცხადა, რომ 2027 წელს ის თავის კანდიდატურას აღარ წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ვადა გაუქმებულია.

„ექვსი თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემს კანდიდატურას აღარ წამოვაყენებდი. ფაქტია, რომ ყველა ორგანიზაციას დროდადრო სჭირდება ახალი სისხლი, მაგრამ მთავარი მიზეზი ის არის, რომ შვიდი წელია, რაც ოჯახს მოვშორდი.

შეგნებულად არ მინდოდა ადრე გამემჟღავნებინა ჩემი აზრები, რადგან, უპირველეს ყოვლისა, მინდოდა ვიღაცის რეალური სახე მენახა და ის დავინახე“,

- ამბობს სლოვენიელი.

ჩეფერინმა ასევე გააკრიტიკა ზვონიმირ ბობანი, რომელიც გადადგა უეფას საფეხბურთო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის გაუქმების გამო პროტესტის ნიშნად და მის ჟესტს „პათეტიკური ძახილი" უწოდა. უეფას ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხორვატმა თავისი გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა.

„მან ვერ მოითმინა, რადგან ჩემი საჯაროობის შემდეგ მის კვნესას აზრი არ ექნებოდა",

- თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტი 2016 წელს გახდა და მიშელ პლატინი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტიდან გადააყენეს. სლოვენიელი უეფა-ს იმ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როცა პრეზიდენტი პლატინი უნდა ყოფილიყო, 2019 და 2023 წლებში კი ახლიდან აირჩიეს. ცვლილებების შეტანამდე, პრეზიდენტს 3 ვადით შეეძლო დარჩენა, შესწორებაში კი ნათქვამია, რომ 2017 წლის ივლისამდე ნებისმიერი ვადა გათვალისწინებული არ იქნება, რაც ჩეფერინის საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ დაყენების საშუალებას მისცემდა, თუმცა როგორც უკვე გაირკვა, ის ამის გაკეთებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე