კარიმ ბენზემა, მარსელო გალიარდო
Aa
Aa

ბენზემა მწვრთნელს ისევ ეჩხუბა და ვარჯიში დატოვა

საუდის არაბეთში ქარიმ ბენზემას კარიერა კვლავ რთულად გამოიყურება. ფრანგ ფორვარდს „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან მორიგი კონფლიქტი მოუვიდა.

Marca-ს ინფორმაციით, ორშაბათს ბენზემამ გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნახევარი ჩაატარა, შემდეგ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელმა მარსელო გალიარდომ მას ინდივიდუალურად ვარჯიში სთხოვა, რაზეც ქარიმმა უარი განაცხადა, გაბრაზდა და საწვრთნელი ბაზა დატოვა.

წყაროს ცნობით, ბენზემა „ალ-იტიჰადის“ უახლოესი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდება. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა 17 დღის განმავლობაში კლუბის საწვრთნელ ბაზაზე არ იმყოფებოდა. თავიდან საერთოდ არც კი იცოდნენ, თუ სად იყო ის. ამ ფაქტმა კლუბის აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთელის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ ციკლონის გამო ბენზემამ დროულად დაბრუნება ვერ შეძლო. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის არეული ურთიერთობა კვლავ გრძელდება და შესაძლოა ფრანგმა ზაფხულში გუნდი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?