ნაპოლის ექს-ფეხბურთელი: „კვარაცხელიას გუშინდელი თამაში ცხადყოფს, რომ...“
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და შემდგომში გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა, პასკუალე კასალემ იტალიურ მედიასთან „ნაპოლი“ – „ვერონას“ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
რა თქვა კასალემ:
მჯერა, რომ „ნაპოლის“ ჯერ კიდევ არ მისულა იდეალურ ფიზიკურ კონდიციამდე. სავარაუდოა, რომ სტუმრების კარგი ტაქტიკური თამაშს ვერ გაუძლეს და გადაიღალნენ. ცვლილებების შემდეგ შესანიშნავი „ნაპოლი“ ვნახეთ და შედეგიც ამის გამო მივიღეთ. როგორც წესი, რაც უფრო მეტს იხარჯები, ძალების აღდგენა მით უფრო რთულია. გუშინ, ნახევარმცველები ვერ ახერხებდნენ, რომ დაბლოკვითი ფუნქციები კარგად შეესრულებინათ.
კვარაცხელია? მოდულებს მიღმა სიმართლე ის არის, რომ ფეხბურთელებმა ინდივიდუალურ თამაშს უნდა მოუმატონ. ბევრი მოთამაშე მენტალურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი, უფრო მეტად საპასუხისმგებლო სეზონისთვის... იმისთვის, რომ ის წარმატება, რასაც მიაღწიეს, დაეცვათ. კვარაცხელიას გუშინდელი თამაში ცხადყოფს, რომ სქემებსა და ტაქტიკურ მონახაზებზე მეტად, კონკრეტული მოთამაშეების კარგად თამაშია მნიშვნელოვანი. თუ მოთამაშეები საკუთარი ძალების თვითრწმენას და ძველ კონდიციებს დაიბრუნებენ, კონკრეტულ სათამაშო სქემაში მათი ჩასმა უფრო მარტივი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გოლით 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.
კვარა VS ვერონა:
შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდის მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.