ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო სოსა, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი (2004-2008) და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი რობერტო სოსა ვალტერ მაცარის აკრიტიკებს და გუნდს მხოლოდ კვარაცხელიას იმედად მყოფს უწოდებს.

„ლაციოსთან, ინტერთან, მონცასთან, ტორინოსთან და კალიარისთან მსგავსი რამ მოხდა. გუნდს კარში დარტყმა უჭირდა. რომში მიზანი ქულის მოპოვება იყო. გუნდი მეოთხე ადგილის დასაკავებლად თამაშობს და ყველაზე კრეატიულ ფეხბურთელებს არ იყენებს.

პოლიტანო ამ სქემაში (3-4-3) ვერ ითამაშებს, ასევე დი ლორენცომ თავის პოზიციაზე უნდა იმოქმედოს, რომ ნაყოფიერი იყოს.

მაცარი დაცულია? ბევრი მას წარსულის გამო არ აკრიტიკებს, შესაძლოა ის მეგობრობას ეყრდნობა და არ ამბობს ყველაფერს, რაც ხდება. გულშემატკივრებს ისევე ესმით, როგორც ჩვენ, თუ მეტი არა და მათ არ აქვთ ეს პოზიტიური ხედვა.

ვალტერ მაცარის გუნდმა 14 მატჩიდან 8-ში გოლის გატანა ვერ შეძლო, ასევე იყო ისტორიული 0:4 თასზე ფროზინონესთან. თუ დანაკლისზე ვსაუბრობთ, ავიღოთ რომასთან მატჩი, რომელშიც ოსიმენმა, კვარამ და პოლიტანომ ითამაშეს. აქ სად იყო დანაკლისი? ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს ძველი მეთოდებია. ყველას იმედი აქვს, რომ გუნდი სეზონს მე-4 ადგილზე დაასრულებს.

ნაპოლი ინდივიდუალურობას ეყრდნობა. ყველა ფსონი კვარაცხელიაზე გადის, მას ვერონასთან ველოდებით. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ხვიჩას ჩამოვეკიდოთ, რადგან თუ მას კონკრეტულ მატჩში გააჩერებენ, ან უბრალოდ იმ დღეს ცუდად გაიღვიძებს და უბრალოდ მისი დღე არ იქნება, ასეთ დროს რას გააკეთებს ნაპოლი? ის ფენომენია, ვნახეთ სალერნიტანასთან მარტომ ყველას წინააღმდეგ როგორ დაიწყო დრიბლინგი, მაგრამ აქ ჩოგბურთი არ არის, ეს გუნდური სპორტია.

საჭიროა მცველის დაბლოკვა, ნახევარმცველის დამატება, მაგრამ აქ ხვიჩა მარტოა!

მაცარიმ თქვა, რომ მან სპალეტის გუნდის თამაში შეისწავლა და იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა ახლა მან მიდგომა შეცვალა და ეს მის წინააღმდეგ მუშაობს“.

„ნაპოლი“ სერია A-ში 21 მატჩის შემდეგ, 32 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მაჯიო: კონტემ მითხრა, რომ ადრე თუ გვიან ნაპოლის ჩაიბარებს
დი მაჯიო: კონტემ მითხრა, რომ ადრე თუ გვიან ნაპოლის ჩაიბარებს