ბეილი ძირითად გუნდს დაუბრუნდა
Aa
Aa

ბეილი ძირითად გუნდს დაუბრუნდა

მადრიდის "რეალს" ამ რთული პერიოდის დროს როგორც იქნა კარგი სიახლეც აქვს. გარეთ ბეილმა ტრავმა მოირჩინა და გუნდს დაუბრუნდა.

უელსელმა ვარჯიში განაახლა და უკვე ძირითად შემადგენლობასთან ერთად იმყოფება.

ბეილმა ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

მედშტაბის ინფორმაციით, ფეხბურთელს თამაშის საშუალება შესაძლოა ხვალაც მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი ხვალ თბილისის დროით 23:45 წუთზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლას პალმასს" უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები